logo
ENG



მერკელი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, დასრულდეს ეს "ბარბაროსული ომი"

02 ივნ 202212:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/02/nbgr5gscgw7ld4z.jpg

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში გამართულ ღონისძიებაზე სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და რუსეთის აგრესიას "ბარბაროსული ომი" უწოდა. ამის შესახებ Reuters-ს ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა.

მერკელმა თქვა, რომ არ აპირებს, გვერდიდან რჩევების მიცემას, თუმცა მხარს უჭერს ძალისხმევას დასრულდეს ეს "ბარბაროსული ომი".

"ჩემი სოლიდარობა უკრაინას", - თქვა ყოფილმა კანცლერმა გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების ღონისძიებაზე, სადაც ორგანიზაციის თავმჯდომარეს აცილებდნენ.

მერკელს ხშირად აკრიტიკებდნენ რუსეთისადმი მისი პოლიტიკის გამო. განსაკუთრებული უკმაყოფილების მიზეზი გახდა ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის პროექტი, რომლის შეჩერებაზეც მერკელი უარს ამბობდა და რომლის ფარგლებშიც გერმანიას რუსეთიდან გაზი პირდაპირ უნდა მიეღო. თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიის ახალმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პროექტი შეაჩერა.

"ჩემი სოლიდარობა უკრაინას, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა, და მხარდაჭერა მის უფლებას, დაიცვას თავი", - თქვა მერკელმა ღონისძიებაზე.


close დახურვა